16 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, იემენში, ჰუსიტების 18 ობიექტზე იერიში მიიტანეს

შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, იემენში, ჰუსიტების 18 ობიექტზე იერიში მიიტანეს. სამხედროებმა დარტყმები მიწისქვეშა იარაღის საწყობებზე, სარაკეტო ბაზებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რადარებსა და ვერტმფრენებზე განახორციელეს.

ეს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების მეოთხე შემთხვევაა, რაც პასუხია ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმებისთვის.

ვაშინგტონი იერიშებს მას შემდეგ ახორციელებს, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გასცემდა სათანადო პასუხს იმ თავდასხმაზე, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა.

დღის ამბები