საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს, თბილისში, ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს სერბეთს დაუპირისპირდება. შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი საქართველომ დანიასთან დათმო, სერბეთმა კი - ფინეთს მოუგო და ჯგუფის ლიდერია.
სერბეთის წინააღმდეგ სანაკრებო კარიერას ასრულებს გიორგი ცინცაძე, რომელიც ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს.
მატჩი 21:00 საათზე, სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება.