27 ივლისი 2024,   04:22
ვრცლად
ყველა ამბობს, რომ საბოლოოდ "ნაცმოძრაობასთან" შექმნის კოალიციას, შეუძლებელია ამტკიცო, რომ მესამე ძალა ხარ თუ რომელიღაც მსხვილ პარტიასთან გარანტირებულად ქმნი კოალიციას - ალექსანდრე რაქვიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუქცია ოპოზიციას - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ლელოს" გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ნინო ლომჯარიამ ოთხი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე ისაუბრა. ლომჯარია ორ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მესამე ცენტრად ყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" მოიაზრებს, მეოთხედ კი "ოცნების" ყოფილ წევრებს და მათგან წამოსულ პარტიებს.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი "ლელოც" არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვინც რაღაც ახალს ეძებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბაია პატარაია "ლელოს" შეუერთდება, "ქართული ოცნებისთვის" არჩევნები ცუდად

"თუ ბაია პატარაია "ლელოს" შეუერთდა, საერთოდ ყველაფერი ცუდად დასრულდება "ქართული ოცნებისთვის", იმიტომ, რომ "ლელო" და ბაია პატარაია მე მგონი ყველაზე დიდი დამრტყმელი ძალა იქნება. გაქანებული მემარცხენე კომუნისტები, რაც არ უნდა აკეთონ ამ ქვეყანაში, მე მგონი არასდროს არ მოიპოვებენ მხარდაჭერას. ერთია, "ლელო" არის ბანკირების პარტია, სადაც კომუნისტები არიან ასევე და შეიძლება იქ ყველა დაკონცენტრირდეს. ყველა ეს პარტია ამბობს, რომ საბოლოო ჯამში "ნაცმოძრაობასთან" შექმნის კოალიციას. საბოლოო ჯამში ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც ტიპის მოკავშირე, რა მნიშვნელობა აქვს ცალ-ცალკე შევლენ პარლამენტში თუ ერთად. შეუძლებელია ამტკიცო, რომ მესამე ძალა ხარ, მეოთხე ან მეხუთე, თუ რომელიღაც ერთ-ერთ მსხვილ პარტიასთან გარანტირებულად ქმნი კოალიციას", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები