16 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამოასწოროს "ევრონიუსმა" შეცდომა - შალვა პაპუაშვილი Euronews-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს რუკის შესახებ

საქართველოს რუკა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე - "ევრონიუსმა" სიუჟეტს დაურთო მასალა, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დატანილი არ არის. მასალა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების შესახებ მომზადდა.

საერთაშორისო მედიაში დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ "ევრონიუსს" უკვე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, "ევრონიუსი" არის ტელევიზია, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ტელევიზიების მიერ. ჯერჯერობით დავარქვათ შეცდომა ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შეცდომად დარჩება, თუ მალე გამოასწორებს ამ შეცდომას. ეს გახლავთ რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ საქართველოს რუკის ასეთი ვიზუალის დამკვიდრება მოხდეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამოასწოროს "ევრონიუსმა“ შეცდომა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Euronews-მა საქართველოს რუკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე გამოაქვეყნა.

დღის ამბები