16 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
იქნება ეს დასავლური თუ სხვა ქვეყნის მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს რუკას გამოხატავს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ჩვენი რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება - ნიკოლოზ სამხარაძე
Euronews-მა საქართველოს რუკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე გამოაქვეყნა, რასაც პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ "ევრონიუსი" შეცდომას მალე გამოასწორებს. 

"იქნება ეს დასავლური თუ სხვა ქვეყნის მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს რუკას გამოხატავს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ჩვენი რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება. იმედი მაქვს ეს შეცდომა მალე გამოსწორდება. მედია არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი. 

არ მგონია, ეს მიზანმიმართულად ყოფილიყო გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა განვასხვაოთ, საიდან მოდის ეს მედია, როდესაც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება ან რუკებია არასწორად დატანილი და ა.შ." - აღნიშნავს  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები