27 ივლისი 2024,   04:48
ვრცლად
"ეს ადამიანები არ არიან პრეზიდენტ სააკაშვილის პერსონალური მეგობრები, ისინი არიან საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ქომაგები" - თინა ბოკუჩავა ანა ფოტიგას მიერ რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებაზე

ევროპარლამენტმა ორი ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია. დოკუმენტებში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და დაფიქსირებულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან. აქვე, პოზიტიურად არის შეფასებული ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

რეზოლუციაში, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით, შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს ადამიანი საქართველოს მეგობარია და სწორედ დეპოლარიზაციისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

"ეს ადამიანები არ არიან პრეზიდენტ სააკაშვილის პერსონალური მეგობრები, ისინი არიან საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ქომაგები, ამიტომ უსვამენ ხაზს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას, დეპოლარიზაციის თვალსაზრისით და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნის რეალიზებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები