27 ივლისი 2024,   03:39
ვრცლად
ელენე ნიჟარაძე - ადამიანი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლები განზრახ გაყალბდა, ახლა უკვე ევროპაში აკვირდება არჩევნებს - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ელენე ნიჟარაძე დათვლების გაყალბების გამო გადადგა.

"ელენე ნიჟარაძე - ადამიანი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლები განზრახ გაყალბდა, ახლა უკვე ევროპაში აკვირდება არჩევნებს. რაც  ნიშნავს იმას, რომ იმ უცხოურმა ძალებმა, რომლებმაც  დაავალეს, რომ აქ გაეყალბებინა პარალელური დათვლები და ამის გამო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ირყეოდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ახლა უკვე ევროპაში აკვირდება... დაახლოებით ვიცით, როგორ დააკვირდება ევროპაში არჩევნებს. სამწუხაროდ, არ გვიკვირს, როდესაც უცხოური ძალები იმ ადამიანებს იფარებენ თავისთან, რომლებიც წარუმატებლად ოპერირებენ საქართველოში - გაყალბებებზე, რადიკალიზმის დაფინანსებაზე.

ეს არის სქემა, ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ "სამართლიანი არჩევნები" პარალელური არჩევნების შედეგებს აყალბებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ასაიდუმლოებს თავის ფინანსურ პროცესებს და ეს NGO სექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, ფინანსდება უცხოეთიდან და რომელზეც ვამბობთ, რომ არის არასწორი, არის გაუმჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის, რომელი ფულიც შემდეგ ხვდება ქართულ პოლიტიკაში და იყენებენ ქართველი პოლიციელის ცოცხლად დაწვისთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები