დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელის ახალი თანამდებობა.
ელენე ნიჟარაძე, რომელმაც 2020 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე შეცდომა აღიარა და თანამდებობიდან გადადგა, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმდა.
მორიგი შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე - ასე აფასებს მიმდინარე პროცესებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
"ეს არის შეტევის გაგრძელება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, და პირველ რიგში, არჩევნების მონიტორ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს სხვა კონტექსტში ვერანაირად ვერ იქნება განხილული. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ისევ ამ გზას უბრუნდება,"- გიორგი ონიანი.