18 ოქტომბერი 2024,   09:10
ვრცლად
კოლუმბიის ოლქში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად "რესპუბლიკელების" პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპი დაამარცხა

გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩის პირველი გამარჯვება - ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად "რესპუბლიკელების" პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპი დაამარცხა. სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ხმების თითქმის 63% მიიღო.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ჰეილის გამარჯვებას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან მისი შანსი, გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დაბალია. აქამდე დონალდ ტრამპმა 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა.

ხვალ "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება. სავარაუდოდ, 5 მარტი გადაწყვეტს საბოლოოდ ვინ დაუპირისპირდება ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენს.

დღის ამბები