ოზურგეთში, სოფლების - გურიანთისა და ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ოზურგეთის მერმა, საკრებულოს წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად დაათვალიერა. გურიანთა-ციხისფერდის გარდა სოფელში კიდევ 2 ხიდის რეაბილიტაცია ტარდება.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, "სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების" ფარგლებში სრულდება.