16 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ოპოზიციის ტყუილის არც ქვეყნის შიგნით სჯერათ და არც ქვეყნის გარეთ - ეკა სეფაშვილი ლობისტური "ფარას" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, "ფარას" დოკუმენტებიდან ირკვევა, თითქმის ნახევარი მილიონი დოლარის არის გადახდილი ლობისტურ საქმიანობაში, რომელიც ქვეყნის რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

მისი შეფასებით, მიუხედავად დიდი ფინანსური რესურსის გამოყენებისა, ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის ტყუილის არც ქვეყნის შიგნით სჯერათ და არც ქვეყნის გარეთ.

"მათმა ტყუილებმა უკვე ქვეყნის გარეთაც იჩინა თავი და უკვე არავინ არ ხვდება ისეთ კომპრომეტირებულ მხარეს, როგორიც არის ჩვენს ქვეყანაში არსებული რადიკალური ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები. როგორც "ფარას" დოკუმენტებიდან ირკვევა, თითქმის ნახევარი მილიონი დოლარის არის გადახდილი ამ ლობისტურ საქმიანობაში, რომელიც ქვეყნის რეპუტაციის შელახვას ემსახურება. ჩანს, რომ მათი ტყუილის არც ქვეყნის შიგნით სჯერათ და აღარც ქვეყნის გარეთ. მაღალი თანამდებობის პირები უკვე თავს არიდებენ საკუთარი რეპუტაციის შებღალვას", - განაცხადა ეკა სეფაშვილი.

ცნობისთის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა.

დღის ამბები