08 ოქტომბერი 2024,   21:24
ვრცლად
სირიაში რუსეთის ავიაიერიში - რუსეთის თავდაცვის უწყება პირველ კადრებს ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის უწყება პირველ საჰაერო კადრებს ავრცელებს, სადაც რუსული ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშებია ასახული.

საჰაერო ოპერაციას თავდაცვის სამინისტროდან მორიგი კომენტარი მოჰყვა. უწყების ინფორმაციით, გუშინ რუსულმა ავიაციამ სულ 20-მდე აფრენა განახორციელა და  ისლამური სახელმწიფოს სამეთაურო შტაბები მაღალმთიან რეგიონში, მათი კუთვნილი ავტომობილები, რომელიც იარაღით იყო დატვირთული და ასევე ტყვია-წამლის საწყობები წარმატებით გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვისა და  საგარეო უწყებები  მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

სირიის ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რუსეთის გუშინდელ იერიშებს ქალაქ ჰომსთან 36 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები