08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
"ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ დემოკრატიული და ერთიანი სირია" - სერგეი ლავროვი

სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელძღვანელებმა ნიუ იორკში პირისპირ შეხვედრისას შეათანხმეს.

"ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ დემოკრატიული და ერთიანი სირია, თუმცა ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმ გზებთან დაკავშრებით, თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე,"- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვაშინგტონი და მოსკოვი უახლოეს დღეებში უფრო აქტიურ კომუნიკაციას აპირებენ.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები სამიზნეების შესახებ და ამ საკითხზე გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ კონფლიქტის დარეგულირების რამდენიმე შესაძლო გზა. აქ განხილული საკითხები ვაშინგტონში უნდა ჩავიტანო შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ იმავეს გააკეთებს მინისტრი ლავროვიც,"- განაცხადა ჯონ კერიმ.

სირიაში განხორციელებულ ავია იერიშებს თეთრი სახლი გამოეხმაურა. პრესმდივნის, ჯოშ ერნესტის თქმით, ეს ფაქტი მოწმობს, რომ რუსეთს  სირიაზე გავლენის დაკარგვა არ სურს.

ავიადარტყმებს კოალიციის წევრი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც გამოეხმაურნენ. მათ მოსკოვს სამიზნეებთან დაკავშრებით მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდეს.

ნატოს გენერალური მდივანი კი ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსების სამიზნე ტერორისტების ნაცვლად, ასადის ოპოზიციაა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები