16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, ეს ამბავი ჩაუვარდათ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ცესკო-სა და მის თავმჯდომარეზე შეტევა არის უხეში მანიპულაცია. მისივე თქმით, ოპოზიციას სწორედ მანიპულაციით უნდოდა ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, თუმცა "ეს ამბავი ჩაუვარდათ":

"ფეიკებისა და ტყუილის გამოყენებით, ხაზარაძის ტელევიზიამ მიიტანა შტურმი ცესკოს თავმჯდომარეზე. ყველაფერი ნათელია, არის უხეში მანიპულაცია. ეს ფეიკი გამზადებული ჰქონდათ ზაფხულისთვის, რომელიც მათმა თანამზრახველმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა და ამიტომ უნდოდათ, რომ ხაზარაძის პარტიის წევს შეესრულებინა მისი მოვალეობა. მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, ეს ამბავი ჩაუვარდათ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

თავისი იმიჯის შელახვასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს თავად გიორგი კალანდარიშვილიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

დღის ამბები