ნაციონალური მოძრაობის ახალი პიარ-სტრატეგია ცნობილი მის მოქმედებაში მოყვანამდე გახდა. ოპოზიციის რიგებიდან წყაროს მიერ მოწოდებული ე.წ. როზნერის გეგმა ჯერ კიდევ სამი დღის წინ იყო ცნობილი კურიერისთვის, ორი მთავარი პუნქტი რომელიც ამ გეგმის ნაწილი იყო, დეტლუარდ ახდა.
ლევან ხაბეიშვილმა ჩამოთვლილი ყველა დავალება შეასრულა. ვიზიტი პარტიის მომხრე ოჯახში, შეხვედრა მეწარმესთან და ბრიფინგი სარფის საბაჟოზე - თემა უცვლელია საუბარი სურსათის ფასებზე. ლევან ხაბეიშვილმა დღეს თურქეთში ჯერ სააქციო პროდუქცია შეიძინა, შემდეგ კი მოქალაქეებს საქართველოში ანალოგიურ საქონელზე ფასების შემცირებას დამპირდა.
სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარემ, კურიერის მიერ წინასწარ გაშიფრულ სამოქმედო სტრატეგიაზე საუბარი დღეს აღარ ისურვა და ინფორმაციის გაგების შემდეგაც საუბარი გეგმის მიხედვით განაგრძო. ე.წ. როზნერის გეგმის უკან მმართველი გუნდი - ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივის თემის გადაფარვის მცდელობას ხედავს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილს ლგბტ-პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბარი მიზანმიმართულად არ სურს. შესაბამისად, პიარ-კონსულტანტებისგან სოციალური თემატიკის აქტუალიზების დავალება მიიღეს. ეს იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის თქმით, ნაცმოძრაობას ფასებზე კოვიდ პანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარების დროსაც არ უსაუბრია. რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო გზავნილების შეცვლა - ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციაში არ აქვთ.
კოლეგების აზრით, დაპირება ფასების შემცირების შესახებ პოპულისტურად და არასრულფასოვნად გამოიყურება. მაშინ როდესაც, არაფერია ნათქვამი რა გზით გეგმავს ხაბეიშვილი დაპირების სისრულეში მოყვანას. ნაცმოძრაობის პიარ-გეგმას, რომელიც განხორციელებამდე გაიშიფრა საპარლამენტო უმრავლესობაში მორიგ აღიარებას უწოდებენ.საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვით ადრე ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აქტიური კამპანია უკვე დაიწყო. ხაბეიშვილის თურქული ვოიაჟის შემდეგ, სავარაუდოდ, საზოგადოება როზნერის მორიგ პიარ-სვლებს უახლოეს მომავალში იხილავს.