16 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
რაც მეტად გამოჩნდება ყველაფერი, მით უფრო კარგი იმ მიზნისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - შალვა პაპუაშვილი

არ არსებობს არანაირი სხვა პარტია, ყველანი არიან "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფები, ან როგორც მას "ნაცმოძრაობის" გურუმ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა "ნაციონალური მოძრაობის" კლონები - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტად გამოაჩენენ რეალურ სახეს მელია და გვარამია, მით უკეთესი იქნება საერთო მიზნისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

"ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ, რომლის მიზანი არის, თითქოს დააბნიონ საზოგადოება და თავი წარმოაჩინონ არა "ნაციონალურ მოძრაობად". ეს ორი ადამიანი [ნიკა მელია და ნიკა გვარამია], ერთი "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგი და მეორე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ახლა გამოდიან სერიოზული სახით და უნდათ ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი ამ პარტიას არ წარმოადგენენ. როგორც გიორგი ვაშაძე არ იყო "ნაციონალური მოძრაობა" და ვითომ გაიბრძოლა მათ წინააღმდეგ, ბოლოს სხდომათა დარბაზშიც კი მათ რიგებში გადაჯდა, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.

ამიტომ, რაც უფრო მეტად გამოჩნდება ყველაფერი, მით უფრო კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უფრო კარგი იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ოქტომბრის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა," - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები