ისნის რაიონში, პადელის სამი მოედანი მოეწყო. დასრულებული სამუშაოები და ახლად მოწყობილი მოედნები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. მოედნების მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 984 ათასი ლარი დაიხარჯა. კახა კალაძემ დღეს ახალ მოედანზე ბავშვებთან ერთად ითამაშა. ჩოგბურთის ამ სახეობის ფედერაცია საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა.
"3 მოედანი გაკეთდა, პადელი ზოგადად პოპულარობით სარგებლობს. ეს არის სიახლე სპორტში. ბოლო წლების განმავლობაში, დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც უკვე რამდენიმე პროექტი განხორციელებულია და მიხარია, რომ მოვახერხეთ აღნიშნულ სპორტკომპლექსში ამ პროექტის განხორციელება და, სამომავლოდ, ზოგადად, ვგეგმავთ, სადაც მულტიფუნქციური ცენტრები გვექნება, ასეთი პროექტები დაინერგოს და განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი მიმართულებაა. აღნიშნულ სპორტკომპლექსს გვინდა მთლიანად რეაბილიტაცია ჩავუტაროთ, მოვაწესრიგოთ. აქ არის კიდევ მუნიციპალური სივრცეები, სადაც შეიძლება სკეიტპარკების გაკეთება, ჩოგბურთის მოედნების, საფეხბურთო მოედნების და ეს პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.