11 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
მისი უწმინდესობა, რომის პაპი იმ ბაღში შევიდა, სადაც არავინ ეპატიჟებოდა - ახლა არ არის დრო, უკრაინას კაპიტულაციისკენ მოუწოდებდე - ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რომის პაპს უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

"მისი უწმინდესობა, რომის პაპი იმ ბაღში შევიდა, სადაც არავინ ეპატიჟებოდა. ახლა არ არის დრო, უკრაინას კაპიტულაციისკენ მოუწოდებდე. ახლა ის მომენტია, როდესაც უკრაინას უნდა ეხმარებოდე“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

რომის პაპის თქმით, უკრაინამ თეთრი დროშის აწევის სიმამაცე უნდა გამოიჩინოს და მოლაპარაკებას დათანხმდეს.

დღის ამბები