საქართველოს 19 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი წარმატებით დაიწყო. ახალგაზრდა წყალბურთელებმა ტურნირზე, რომელიც სლოვენიაში მიმდინარეობს, სადებიუტო მატჩი შვეიცარიასთან გამართეს და, დამაჯერებელი სხვაობით, 22:11 მოიგეს.
დღეს ჩვენი ნაკრები თურქეთს ხვდება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვედეთისა და სლოვენიის ნაკრებებსაც დაუპირისპირდება. ჯგუფში, საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე გავა.