27 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო მანქანას მიიღებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო მანქანას მიიღებს.

იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა და იაპონიის ელჩმა მოაწერეს. თემურ მღებრიშვილმა მიღებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ელჩს მადლობა გადაუხადა.

ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ. მანქანები საჩხერის და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება.

დღის ამბები