08 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
სირიაში რუსეთის ავიაიერიშების ამსახველი ახალი ვიდეომასალა ვრცელდება

საერთაშორისო კოალიცია რუსეთს მოუწოდებს, სირიის ოპოზიციის ობიექტებისა და დასახლებების დაბომბვა შეწყვიტოს. სააგენტო როიტერი რუსეთის ავიაიერიშების ამსახველ ახალ ვიდეო მასალას ავრცელებს. კადრები ადგილობრივებმა დამასკოს პროვინციაში დაბომბვების შემდეგ გადაიღეს.

ავტორები აცხადებენ, რომ ავიადარტყმებს დეირ ასაფირის დასახლებაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

დღეს პარიზში გერმანიის, უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების თემა უკრაინის კრიზისია, თუმცა, სავარაუდოდ, დღის წესრიგში პირველ ადგილზე სირიაში რუსეთის ქმედებები იქნება.

მოსკოვი ირწმუნება, რომ მისი საჰაერო ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსული მოიერიშეები ასადის ოპოზიციის ობიექტებს ბომბავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები