16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"ნიკა გვარამია ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი, ამის ღრმად მჯერა" - თამარ კორძაია სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას სარჩელის არ მიღებასთან დაკავშირებით

სტრასბრუგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი არ მიიღო, არ ნიშნავს იმას, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი არ იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი და იურიდიული საკითხებია, თუ არ ვნახე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას პატიმრობას, ნიკა გვარამია ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი, ამის ღრმად მჯერა, მაგრამ თავისთავად სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი რომ არ მიიღო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიკა გვარამია არ იყო პოლიტიკური პატიმარი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარტია "გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შესაძლოა სტრასბურგის სასამართლომ სარჩელის განხილვა შესაძლოა ტექნიკური საკითხის გამო არ მიიღეს.

"სარჩელის არ მიღება, ზოგადად, წარმოებაზე უარის თქმა ერთი რაღაც არის და მგონი ამით დანაშაულობა - უდანაშაულობა არ დგინდება, ხშირად ის შეიძლება იყოს დაკავშირებული ტექნიკურ საკითხთან. არ ვიცი რატომ არ მიიღეს ეს სარჩელი, არც არგუმენტაცია ვიცი და ისე როგორ ვთქვა აზრი, როცა არ წამიკითხავს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სწორედ ამ საქმეს ეხებოდა სტრასბურგში საჩივარიც.

დღის ამბები