27 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაში იყო - ინტენსიური შეტევის გამო, ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ პოლონეთსაც

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაში იყო, რა დროსაც რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა.

ინტენსიური შეტევის გამო, ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ პოლონეთსაც კი. პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლონეთისა და მოკავშირეთა ავიაცია გაიგზავნა.

აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის, ხმელენცკის და ჩერკასის ოლქებში - დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს, მძღოლი დაიღუპა, დაშავდა 2 მგზავრი. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელთან საუბრისას ხაზი გაუსვა დახმარების სწრაფად მიღების მნიშვნელობას.

დღის ამბები