16 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ოპოზიციას მსგავსი ტიპის კამპანიები ბუმერანგივით დაუბრუნდება - რატი იონათამიშვილი სტენსილებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით თბილისის შენობებზე გაკეთებული სტენსილები ოპოზიციას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციები და იაფფასიანი ხრიკები, საზოგადოებას ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს.

მისი თქმით, ოპოზიციას მსგავსი ტიპის კამპანიები ბუმერანგივით დაუბრუნდება.

"მსგავსი დეზინფორმაციები, იაფფასიანი ხრიკები მათი მხრიდან, ერთადერთს აშიშვლებს მხოლოდ, რომ გვაჩვენებს მათ რეალურ სახეს, მათ დესტრუქციულობას. რადიკალური ოპოზიცია ვისგან შედგება ვიცით, ესენი არიან კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, დაწყებული კეზერაშვილით გაგრძელებული გვარამიათი და მელიათი, ანუ ის ადამიანები, ვინც ჩადიოდნენ დანაშაულს, ჩადიან დანაშაულს და ცხადია პირადი დაინტერესება აქვთ ასევე იმისა, რომ სასამართლო მათ მორჩილებაში იყოს, ვინაიდან მიჩვეულნი არიან მსგავს მოქმედებას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. არანაირი საფუძველი მათ არ გააჩნიათ და მათი კამპანიები, მათ ბუმერანგივით უარყოფითად დაუბრუნდებათ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები