16 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
საშუალება, რომლითაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, არის წარმოების განვითარება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას - ანა დოლიძე

პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის" ახალ კამპანიას იწყებს სახელით - "დამზადებულია საქართველოშია"

ანა დოლიძის თქმით, წარმოება ქვეყნის განვითარების ერთადერთი საშუალებაა. 

პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა.

"ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და აქ სამუშაო ადგილები შეიქმნას, არის წარმოების განვითარება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას. ეს არის საწარმოო პოლიტიკა და სიამაყე წარწერით - დამზადებულია საქართველოში", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები