მმართველ გუნდში მიიჩნევენ, შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით მიდგომა უნდა გადაიხედოს.
"სტრასბურგის სასამართლომ გვარამიასთან დაკავშირებით საქმე საერთოდ წარმოებაში არ მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად. აქ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ამ მოსამართლესთან მიმართებაში გადაიხედოს ეს მიდგომა და პირიქით, გაკეთდეს სწორება იმაზე, რომ კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად მოქმედებას ალტერნატივა არ აქვს.
ის იყო სწორედ ერთ-ერთი სამაგალითო მოსამართლე, რომელმაც რაიმე ფაქტორის გამო კი არ მიიღო გადაწყვეტილება, ან რაიმე გარემოებას კი არ დაემორჩილა, არამედ როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, იყო მედეგი, არ დაემორჩილა და არ დაექვემდებარა არანაირ ფაქტორებს, დაემორჩილა მხოლოდ და მხოლოდ კანონს, კონსტიტუციას და როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა - ეს იყო კონვენციასთან შესაბამისი.
ამიტომ, ეს მიდგომა, რაც დღეს ამ მოსამართლესთან მიმართებაში არსებობს აუცილებლად საჭიროებს გადახედვას", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილი.
პოლიტიკური პარტია "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი
"სანქციები 4 მოსამართლის მიმართ იყო აბსლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ თვითონვე ამბობდნენ, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ. მაშინვე ვთქვით, რომ ეს არის უხეში ჩარევა დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტში და მართლმსაჯულებაში და მით უფრო, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და პირდაპირ აღიარა, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით იყო შეცდომა და არასწორი ნაბიჯი.
ახლა ჩვენ ველოდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო 1 წლის წინ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.