სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მმართველი გუნდი ამერიკის საელჩოს და ელჩს მოუწოდებს, ქართველ მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების სისწორე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადასტურა, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება კი დაუსაბუთებლად მოხდა.
"კურიერი" ლაშა ჩხიკვაძესაც ესაუბრა. მოსამართლე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს საფუძვლად უნდა ედოს დასაბუთების მაღალი სტანდარტი.
"ასე უარგუმენტოდ და უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რომ აი ჩვენ გითხარით და მოდი თქვენ გამოიძიეთ დანარჩენი, ასე წესით არ უნდა ხდებოდეს. ამას უნდა ახლდეს დასაბუთების ისეთი სტანდარტი, რომ მინიმუმ შესაძლებლობას იძლეოდეს შევაფასოთ მართლა რასთან გვაქვს საქმე თუ ეს ვიღაცის ახირებაა.
მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებ კოენტარს, იმიტომ, რომ როდესაც პირობითად ვიღაცას მიაჩნია, რომ მოსამართლე სანქციის ქვეშ უნდა იყოს, ამას გაცილებით მეტი მტკიცების სტანდარტი სჭირდება, ვიდრე მხოლოდ უბრალოდ განცხადებები," - აცხადებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.