16 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"ლელოსთვის" ყველაფერი ცხადი და ნათელია, ჩვენთვის ქალი არის ქალი, კაცი არის კაცი - დავით უსუფაშვილი

"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოში დიდი ფული შემოდის, როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე, ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპირო მოქმედებებისთვისაც, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ზოგადად, ქვეყანაში შემოსული გრანტები მიზნობრიობის გარეშე არ არსებობს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ "ლელოსთვის" ისედაც "ყველაფერი ცხადი და ნათელია, ჩვენთვის ქალი არის ქალი, კაცი არის კაცი."

"გრანტი მიზნობრიობის გარეშე არ არსებობს. ცხოვრებაში ბევრ გრანტთან მქონია შეხება. გაცემის და მიღების პროცესშიც მიმიღია მონაწილეობა. კერძო სფეროშიც და სახელმწიფოშიც. 

დეტალურად და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, "ლელოსთვის" ამ საკითხში ყველაფერი ცხადი და ნათელია, ჩვენთვის ქალი არის ქალი, კაცი არის კაცი. კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და კაცის ერთობლიობა, ეს არის ის კრედო და ამოსავალი, რომელიც უნდა დავიცვათ," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, საქართველოში დიდი ფული შემოდის, როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე, ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპირო მოქმედებებისთვისაც. მათივე განცხადებით, ამის ერთ-ერთი დასტურია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლგბტ თემების პროპაგანდისთვის "მთავარ არხს" გრანტი დაუმტკიცდა. ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის მიერ მიღებულ გრანტს ლგბტ პროპაგანდასთან კავშირი არ აქვს და მას მიზნობრიობა არ გააჩნია. ეს კი მმართველ გუნდს კიდევ უფრო მეტს ეჭვს და შეკითხვას უჩენს.

დღის ამბები