საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ გადაცემას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უცხოური გრანტებით LGBT თემის პროპაგანდა და სქესის შეცვლის რეკლამირება მიდის.
"წამოვიდა გრანტები და ამოიქოქა პროპაგანდა", - წერს შაქარიშვილი და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს დავით კეზერაშვილის ფაქტორს, რომელსაც ის "ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველად" მოიხსენიებს.
"მოწვეული ჰყავდათ ტრანსგენდერი და ღიად მიდიოდა LGBT თემატიკის რეკლამირება, ასევე სქესის შეცვლის პროპაგანდა! თავს დაესხნენ ეკლესიას და ცხადია გააკრიტიკეს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც… ვერანაირი უცხოური ფულით ვერ შეაჩერებთ ამ პროცესს! წილი ნაყარია - ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, ძლიერი და ჯანსაღი ოჯახი, ტრადიციული ღირებულებები, ხოლო მეორე მხარეს - უკუღმართობა, გარყვნილება, სიკვდილის იდეოლოგია, რომელსაც იცავს უცხოური ფულით დაფინანსებული მცირერიცხოვანი აგენტურული ქსელი!" - წერს ვატო შაქარიშვილი.