16 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
"არ არსებობს ევროპაში არცერთი სახელმწიფო, სადაც არ იყოს ქალთა კვოტები ან კანონით, ან შიდაპარტიული წესებით დადგენილი" - რომან გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროპატრიოტების" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროპის ყველა ქვეყანაში ქალთა კვოტირება ან კანონითაა განსაზღვრული, ან შიდაპარტიული წესებით დადგენილი.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საკუთარი შიდაპარტიული მიზნები აქვს.

"არ არსებობს ევროპაში არცერთი სახელმწიფო, სადაც არ იყოს ქალთა კვოტები ან კანონით განსაზღვრული, ან შიდაპარტიული წესებით დადგენილი. ბობოლა, ფულიანი მამაკაცები ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს უკვე "ქართული ოცნების" სიაში და ქალების შევიწროებით უნდათ, რომ ეს ადამიანები კვლავ შემოიყვანონ პარლამენტში,"- აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, უმრავლესობა მხარს დაუჭერს "გირჩის" ინიციატივას, რომელიც, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

დღის ამბები