16 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
"პასუხი უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან" - გიორგი ვაშაძე საგამოძიებო მასალის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი აკუსტიკური იარაღით თავს ესხმოდა ამერიკელ დიპლომატებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში

"შპიგელის", "ინსაიდერისა" და "სიბიეს ნიუსის" ერთობლივ საგამოძიებო მასალას, სადაც საუბარია, რომ რუსეთი აკუსტიკური იარაღით თავს ესხმოდა ამერიკელ დიპლომატებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ სპექტრი ეხმაურებიან. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიძიოს.

"პასუხი უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, რომელსაც, ჯერჯერობით, აქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში მსგავსი ტიპის გამოძიების. მე ეს პასუხი არ მომისმენია, თქვენ მოისმინეთ?! მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ, პასუხის უნდა მოსთხოვოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საქმესთან დაკავშირებით. არ უნდა გვითხრას რამე ამასთან დაკავშირებით?! არ ვიცი, ორჯერ ორი ოთხია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ელიტური სპეცდანაყოფი ოპერირებდა საქართველოში, ხოლო როდესაც ამის შესახებ გაიგეს, რას აკეთებდნენ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცსამსახურები?!

"საზოგადოებამ გაიგო იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ელიტური სპეცდანაყოფი ოპერირებდა საქართველოში და მას შეეძლო მიზნის მიღწევა საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ. მეორე მოცემულობაა, როდესაც გაიგო ეს სპეცსამსახურებმა, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცსამსახურები?! ამ მოცემულობაში არ არის საბოლოო ჯამში დასრულებულად გამოძიება თავად ამ ჰავანის სინდრომზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საგამოძიებო მასალაში საუბარია რუსეთის თავდასხმაზე ამერიკელ დიპლომატებსა და FBI-ის აგენტებზე აკუსტიკური იარაღით. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ჩინეთში, კუბასა და საქართველოში ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამიზნე გახდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, "ჰავანის სინდრომი", ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები", რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია.

მწვავე თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რასაც აკუსტიკური იარაღის გამოყენება ადამიანებში იწვევს. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ჩინეთში, კუბასა და საქართველოში ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამიზნე გახდნენ.

დღის ამბები