"კურიერის" ინფორმაციით, ხატია დეკანოიძესთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობას" თამარ კორძაიაც შეურთდება. კორძაია ფაქტს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმება "ნაცინალური მოძრაობის" და "ლელოს" პიარკონსულტანტებს, ჯერემი როზნერსა და მესინა გრუპს შორის შედგა.
"კონკრეტულად ახლა რას განვიხილავ და რა ეტაპზე ვარ, ამაზე ამ წუთას არ მაქვს პასუხი, იმიტომ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. თუ ოდესმე მიხილავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ამაშიც გასაკვირი არაფერი იქნება, იმიტომ, რომ ამ ბლოკით ვარ შემოსული საქართველოს პარლამენტში.
თუ გადავწყვიტავ საერთოდ დარჩენას პოლიტიკაში, მათთან ყოფნა არ უნდა იყოს არავისთვის გასაკვირი, იმიტომ, რომ აქ, ამ პარლამენტშიც მათთან ბლოკით შემოვედი", - აცხადებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ პარტიას ვინმე შეუერთდება, ამის შესახებ პირველი საზოგადოება გაიგებს.
"გავმსხვილდებით? დაგვემატება ვინმე? ამას საზოგადოება პირველი გაიგებს. ჩვენ ვესაუბრებით ყველას, მხოლოდ ყველას უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების კოალიცია არის დაბალანსებული გუნდი, რომელიც ემზადება გამარჯვებისთვის", - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.