18 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
წერეთლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

წერეთლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განთავსდა საჰაერო სადენები, მოეწყო ასფალტის საფარი, ტროტუარებისა და უსაფრთხოების კუნძულები და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდა ლამპიონები, მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები. განთავსდა მიწისქვეშა ურნები.

„აღნიშნული გამზირი მთლიანად მოწესრიგდა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკციები. ამ პროექტის ფარგლებში ახალი განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, მიწისქვეშა ნარჩენების ურნები განთავსდა, გამწვანების სამუშაოები იქნა ჩატარებული.

მიხარია როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ კიდევ ერთი მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გამზირი წერეთლის გამზირის სახით შეემატა ჩვენს დედაქალაქს,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები