18 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
"მოვიდნენ და გვეუბნებიან, შენი საკუთრება ან უნდა გადაგვიცვალო იჯარეთში ან უნდა მოგვყიდოო, გამორიცხულია, არცერთს არ ვაპირებთ" - სულეიმანჯების თემის ლიდერი მერაბ მიქელაძე

ადიგენის ცენტრში მოქალაქეები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

მერაბ მიქელაძის განცხადებით, ის მოქმედებს დამოუკიდებლად და არ ემორჩილება სრულიად მუსლიმთა სამმართველოს. 

ადგილობრივები სულეიმანჯების თემის ლიდერის, მერაბ მიქელაძის სახლში სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. მერაბ მიქელაძე ისევ უარს ამბობს სახელმწიფოს შეთავაზებაზე.

სახელმწიფო მას 2 ვარიანტს სთავაზობს - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მზადაა მერაბ მიქელაძეს ალტერნატიული ადგილი სამლოცველოსთვის სოფელ იჯარეთში გამოუყოს, ან მისი სახლი გამოისყიდოს. სააგენტო საკითხზე მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად მუშაობს, თუმცა მიქელაძე მათ არ ექვემდებარება. 

"ჩვენ ვართ აქ კერძო, ამიტომ მუსლიმთა სამმართველოს არ ვთვლი ვალდებულად კერძო საკუთრება ან მივცე ან რაღაც გავაკეთო, თორემ მუსლიმთა სამმართველო ჩვენთან მოდის და ლოცვებს აღავლენს, მეც მივდივარ მათთან და ლოცვებს აღვავლენ. ამიტომ, მე აქ ვერანაირად ვერ ვხედავ რაღაც დარღვევას. ისინი ჩვენი ძმები არიან და ჩვენ მათი ძმები ვართ, რაიმე დარღვევა არ არსებობს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, ისინი არიან დამოკიდებული, სხვა აქ არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რომ ჩვენ გადავიდოდით იჯარეთში იქ აღვავლენდით ლოცვას, ასევე ბავშვებზე სწავლას და ამასთანავე ეს ადგილი დარჩებოდა კერძო საკუთრებაში, სადაც იცხოვრებდა თემი. ჩვენს წინ მოვიდნენ და გვეუბნებიან - შენი საკუთრება ან უნდა გადაგვიცვალო იჯარეთში, ან უნდა მოგვყიდოო. გამორიცხულია, არცერთს არ ვაპირებთ," - აცხადებს სულეიმანჯების თემის ლიდერი მერაბ მიქელაძე. 

დღის ამბები