08 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
ეუთოს ინფორმაციით, ლუგანსკში პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებაში რუსული სარაკეტო სისტემა "ბურატინო" შედის

ეუთოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუგანსკში პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებაში რუსული სარაკეტო სისტემა "ბურატინოც" შედის.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დანადგარები სოფელ კრუგლიკის მახლობლად სამხედრო პოლიგონზე შენიშნეს, სადაც პრორუსი მებრძოლები მომზადებას გადიან.

აღსანიშნავია, რომ სარაკეტო სისტემა "ბურატინო" გრადის სისტემაზე ბევრად უფრო ძლიერია და მას სამიზნის განადგურება თითქმის 4 კილომეტრზე შეუძლია.

დღის ამბები