08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
ავიაიერიშების შედეგად ავღანეთში "ექიმები საზღვრებს გარეშეს" სამი თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ კუნდუზში საავადმყოფო დაბომბეს. ქალაქში უკვე ერთი კვირაა, სამთავრობო ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.

შედეგად საერთაშორისო ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშეს" სამი თანამშრომელი დაიღუპა, 30–ზე მეტი ადამიანის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. ავიაიერიშის დროს კლინიკაში 105 პაციენტი იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, საავადმყოფო შესაძლოა, შეცდომით შეერთებული შტატების ავიაციამ დაბომბა.

დღის ამბები