18 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სამედიცინო აქციის ფარგლებში, მედიკოსებმა მოსახლეობას უფასო მომსახურება გაუწიეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამედიცინო აქცია გაიმართა. მოსახლეობას უფასო მომსახურება, ჟორდანიასა და ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ცენტრის მედიკოსებმა გაუწიეს.

კონსულტაციები გურიაში "ჯანმრთელობის სახლში" ჩატარდა.

სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალები ქალებისთვის" ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები