16 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
არ შეიძლება გამჭირვალეობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ არსებობდეს - ლევან დავითაშვილი

„გამჭირვალობის კანონზე ისაუბრეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმაც. მათი განცხადებით, წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას, შესაბამისად, ეს ვერ იქნება რაიმე საქმიანობის შემზღუდველი.

„ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავთ, პირიქით, ცალსახაა პოზიცია „ქართული ოცნების“ და ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ პოზიციას გაიზიარებს, რომ გამჭვირვალობები გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს იყოს კონკრეტული ორგანიზაციებისთვის და ზოგიერთი ორგანიზაციისთვის ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ არსებობდეს. მაგალითად, USAID-ს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი და ის ცალსახად თავის კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტნიორებს სთხოვს, რომ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან, რომელზეც ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებას არ ჰქონდეს და ეს ინფორმაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მოტივაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კანონპროექტზე მსჯელობისას აქცენტი სათაურზე არა, არამედ შინაარსზე გაკეთდეს.

„ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ სათაურის გარდა სხვა ფაქტობრივად არაფერზე არ მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი. მნიშვნელოვანია ის, რომ უშუალოდ კონკრეტულ მუხლთან და რეგულაციასთან მიმართებაში, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ასეთი რისკი ან ფაქტორი, რომ რაიმე შეფერხება, ან საფრთხე ჰქონდეს, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე მედიას, ბუნებრივია ამაზე უნდა იქნეს დისკუსია წარმართული. მათ შორის ჩვენი პარტნიორები თუ ხედავენ რომელიმე პუნქტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას რომელიმე ტიპის დაფინანსებას, მნიშვნელოვანია, რომ ამის შინაარსზე ვიმსჯელოთ და არა მხოლოდ სათაურზე. თვითონ კანონპროექტი იცით, რომ ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას და შესაბამისად, ზოგადად ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება შემზღუდველი,“ - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები