16 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
გახარია თავის დროზე ედავებოდა ხაზარაძეს შავი ფულის გათეთრებაში, ახლა ხაზარაძესაც და "ნაცმოძრაობასაც" ეხმარება შავი ფულის გათეთრებაში - გურამ მაჭარაშვილი

ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია, რომ გახარია თავის დროზე ედავებოდა ხაზარაძეს შავი ფულის გათეთრებაში, ახლა კი ხაზარაძესაც და "ნაცმოძრაობასაც" ეხმარება შავი ფულის გათეთრებაში - ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

საქმე ეხება "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს, რომელსაც "ქართული ოცნება" დღეს ბიუროზე წარადგენს.

"ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია, რომ გახარია თავის დროზე ედავებოდა ხაზარაძეს შავი ფულის გათეთრებაში და ენმ-ს ემუქრებოდა დამთავრებით, ახლა კი ხაზარაძესაც და "ნაცმოძრაობასაც" ეხმარება შავი ფულის გათეთრებაში.

ეს არის საჯარო აღიარება, იმისა რომ თურმე ჩვენ რუსეთის გარდა სხვა სახელმწიფოებიდან არაფერი გვემუქრება და საფრთხის გარდა ხალხმა არ უნდა იცოდეს და გაუმჭვირვალე უნდა იყოს. სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები, მოლოტოვის კოქტეილებისთვის იქნება, რევოლუციური სცენარებისთვის თუ ხალხის დასაწვავად,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან, 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. დოკუმენტში შეცვლილია მხოლოდ ტერმინი - "უცხოური გავლენის აგენტი“ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელმა ორგანიზაცია“ ჩაანაცვლა.

დღის ამბები