16 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს და მოინდომებს ადამიანების ცოცხლად დაწვას, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე აგებს პასუხს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს და ადამიანების ცოცხლად დაწვას მოინდომებს კანონის წინაშე აგებს პასუხს.

"აქცია - "მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი" დაფინანსდა ევროპის განვითარების ფონდიდან. ეს არის ის პროცესი, როდესაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი გვეუბნება, რომ დეპოლარიზაციაში ხელს შეგვიწყობს და მეორე მხრივ, აფინანსებს აქციას, რომლის მიხედვითაც წახალისებულია ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილით. ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს და მოინდომებს ადამიანების ცოცხლად დაწვას, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე აგებს პასუხს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები