პარლამენტის თავმჯდომარე, ცენტრალური აზიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, გააღრმავებენ საპარლამენტო კავშირებს. დღესვე, შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა. უზბეკურმა მხარემ რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.