შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდი-მუჰამედოვს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე.
შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა აშხაბადში, შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის.
"თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შევხვდი.
ხაზი გავუსვით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე.
მადლობა გადავუხადე თურქმენეთის პრეზიდენტს ქ. აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.