18 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა - რა მარშრუტით შეძლებთ გადაადგილებას

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

"მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით", - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება. მსვლელობას არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან.

დღის ამბები