16 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულებულია - აქცია "გამჭვირვალობის კანონის" განხილვის დროს განახლდება

საპროტესტო აქცია-მსვლელობა, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან" დაკავშირებით გაიმართა, დასრულებულია. განახლდება 6 დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც კანონპროექტის განხილვა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დაიწყება.

სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები, კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ, რის შემდეგაც პარლამენტთან გაჩერდნენ. ისმოდა მოწოდებებიც - საპარლამენტო უმრავლესობამ უკან წაიღოს საკუთარი ინიციატივა.

რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე დაიშალა. მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეკრებას თბილისის ცენტრში ერთ კვირაში გეგმავენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით დემონსტრაცია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პარალელურად გაიმართება, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული.

"მე ვეწინააღმდეგები რუსული კანონის მიღებას, რომლის მიზანიც არის, რომ ნებისმიერი თავისუფალი ორგანიზაცია და ადამიანი დაარეგისტრირონ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში. თუ ჩვენ შინაარსობრივ განხილვაში შევალთ, კანონი არის რუსული იმიტომ, რომ მისი მიზანია შეიქმნას ქვეყანაში რეესტრი, სადაც ადამიანები და ორგანიზაციები მივლენ და იტყვიან, რომ ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტები და უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები," - აცხადებს პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტას" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მარში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონოთ საზოგადოებას, ხელისუფლებას თუ სხვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ასეთი კანონის ინიციირება 2012 წელს ვნახეთ რუსეთში და ამ კანონის მერე, რომელიც გამოყენებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, დღეს ვხედავთ რუსეთში რა მდგომარეობაა," - აცხადებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

"ასეთი კანონი თუა შემუშავებული, შემუშავებულია ორი მიზნით: ერთი არის, რომ გარკვეულად დაარეგულიროს ლობირების საკითხები უცხოეთიდან, რაც, ამ შემთხვევაში, არ არის კანონპროექტის მიზანი, ჩვენ რასაც ვხედავთ და მეორე, - გარკვეულწილად, შეზღუდოს, მტრული ქვეყნიდან წამოსული დაფინანსება. ამ შემთხვევაშიც არ არის ეს კანონი ამისთვის," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენის შესახებ. ახალი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით - გამოყენებულია ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ცნობისთვის, მსგავსი კანონი 2023 წლის მარტში პარლამენტში "ხალხის ძალამ" წარადგინა და მას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, "ოცნებამ" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები