16 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"რასაც ნეთანიაჰუ აკეთებს, შეცდომაა, არ ვეთანხმები მის მიდგომას" - ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციას, ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, "შეცდომა" უწოდა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"რასაც ნეთანიაჰუ აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შეფასების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პარალელურად, მხარეები ამ დრომდე ელოდებიან "ჰამასისგან" პასუხს კაიროში მოლაპარაკებების ფარგლებში მისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებაზე. თეთრი სახლის ინფორმაციით, პროცესს შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ღაზის სექტორში კი ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციები გრძელდება. საჰაერო თავდასხმა იყო "ნუსეირათის" ბანაკზე - არის მსხვერპლი.

დღის ამბები