16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"გვქონდა კონკრეტული კითხვები და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა" - სტუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი სტუდენტების და მამუკა მდინარაძის შეხვედრაზე

მმართველი გუნდი კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

სტუდენტებს ჰქონდათ საკუთარი შეთავაზებებიც, რომლებსაც, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი გაითვალისწინებს.

“საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო იმიტომ, რომ კითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ შარშან არსებული ვითარება რაც იყო, ვგულისხმობ საზოგადოებაში აზრის განსხვავებას და დაპირისპირებას, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის კონსტრუქციული ტიპის შეხვედრების შედეგად ეს ყველაფერი მაქსიმალურად დაახლოვდება და გამოიღებს შედეგს,“- აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი.

 

დღის ამბები