პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ყურადღება გამახვილდა საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოებაზე.
მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, ინვესტიციების, რეგიონული განვითარების, ტრანსპორტის და ენერგეტიკის მიმართულებებით. ყურადღება გამახვილდა "შუა დერეფნის“ მზარდ როლზე.
"ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის პირველი ვიზიტი ყაზახეთის და ამ მხრივ ისტორიულია. რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგა მოვიწვიეთ თბილისში. მოვნიშნეთ საკითხებისადაც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა. მათ შორის, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროპული სამართლის იმპლემენტაციის საკითხებში. ის რასაც სხვადასხვა დირექტივებში ევროპული სტანდარტების სახით ვხვდებით და რაც უკვე გადმოსულია ქართულ კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ყაზახ კოლეგებს შეგვიძლია თამამად გავუზიაროთ. შევთანხმდით რომ გვექნება თანამშრომლობა კომიტეტებს შორის სექტორულ დონეზე", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.