პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში დასრულებულია. გერმანია ადასტურებს, რომ საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება.
სწორედ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გააკეთეს აქცენტი საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა. ითქვა ისიც, რომ ამ კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანი საკითხია.
გერმანია-საქართველოს პარტნიორობის მიღმა, ირაკლი კობახიძემ და ოლაფ შოლცმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და აქცენტი უსაფრთხოების კუთხით გამოწვევების პრევენციაზე გააკეთეს.