16 აგვისტო 2026,   10:04
ვრცლად
2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალში მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალში მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს. მეორე საფესტივალო დღეს დისკუსია გაიმართა თემაზე - "ერთად ლიტერატურისთვის".

ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, მწერალთა სახლის დირექტორი, საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარიზის წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს, მთავარ სცენაზე წიგნს - "მზე, მთვარე და პურის ყანა"-ს ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი წარადგენენ.

 

დღის ამბები