08 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
რუსული ავიაცია სირიაში დაბომბვებს განაგრძობს

რუსეთის ავიაცია სირიაში იერიშებს განაგრძობს. გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეტევების ინტესივობის გაზრდას გეგმავს და ყველა დაინტერესებულ მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ დასავლეთის ბრალდებებს, რომ რუსულმა ავიაციამ შეტევა მშვიდობიან მოქალაქეებზე განახორციელა.

გენშტაბის ხელმძღვანელის თქმით, წერტილოვანი დარტყმების განხორციელებამდე მოსკოვმა მიაწოდა ვაშინგტონს ინფორმაცია დასაბომბი ობიექტების შესახებ, რის შემდეგაც ამერიკული დაზვერვის მხრიდან მიიღეს დასტური, რომ იერიშის ზონაში ტერორისტების გარდა არავინ იმყოფებოდა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ სირიაში მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები